მთავარი კონტაქტი საიტის რუქა » ბმულები  
სანაპირო ბათუმის ხედი სანაპიროს ქუჩა ბათუმის პორტი სასტუმრო ბულვარი
   

პუბლიკაციები
Image
ნოემბერი 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ 
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ბიბლიოთეკა
Image
სიახლის გამოწერა

გამოწერა

ამინდი



კინო ფონდი

კინო-ფოტო დოკუმენტების განყოფილება აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოში შეიქმნა 2008 წელს. მასში თავმოყრილია 19250 შ/ ერთეული, აქედან 9061 კინოდოკუმენტი, 3576 ფოტო და 6613 ფონოჩანაწერი.

 
დოკუმენტური კინოსიუჟეტები (კინოჟურნალები) რომლებიც განყოფილების ფო­ნსაცავშია დაცული, თარიღდება 1980-1989 წლებით.

დოკუმენტური ფილმების ნუსხაში მოქცეულია ის ფირები, რომლებიც საინტერესო მასალას შეიცავენ საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ საკითხებზე. წა­რმო­დგე­ნილ  კინოპროდუქციაში მრავლადაა ფილმები სამედიცინო თემაზე ("ყურადღება გული", "დრო და მედიცინა", "როგორ დავიცვათ ბავშვი დაავადებისაგან" "სოფლის მცხოვრებთა ჯანმრთელობა").

1986 წელს ჩერნობილის ატომურ სადგურში დატრიალებულ უბედურ შე­მ­თხვე­ვას ასახავს დოკუმენტური ფილმები: "ჩერნობილის ზარები", "ჩერნობილის მე­ხა­ნძრე­ების გმირობა და მამაცობა".

კოსმოსის მეცნიერულ  კვლევასა და კოსმოსის ათვისების საქმეში მეცნიერული მი­ღწევებია გადმოცემული დოკუმენტურ ფილმებში: "ინტერკოსმოსის ობიექტები", "კოსმოდრომი ბაიკანური", "ცხოვრება-კოსმოსის გამოვლინება".

გამოჩენილი ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური კა­დრებია ასახული ფილმებში: "აკადემიკოსი ბ. პეტროვი", "მოგონებები მე­ნდე­ლე­ვზე", "მხატვარი ნიკოლოზ პონომარიოვი", "რომან კარმენი" "მარშალი როკოსოვსკი", "მო­თხრობა მარშალ კონევზე" და ა.შ.

არქიტექტურასა და მშენებლობას ეძღვნება ფილმ-ჟურნალის "მშენებლობა და არქი­ტექტურა" - სხვადასხვა ნომრები.

აჭარის ატონომიური რესპუბლიკის თემატიკაზე შექმნილი კინოდოკუმენტების ქრო­ნოლოგიური ჩარჩოები მოიცავს 1919-1938 წლებს. ფირებზე ასახულია ინგლი­სე­ლთა ჯარის შემოსვლა ბათუმში 1919 წელს, კადრში არიან საქართველოს რესპუბლიკის ჯარების სარდალი გიორგი კვინიტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ე.გეგეჭკორი, ინგლი­სელი გენ. კუკ-კოლისი, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელები ნოე ჟორდანია და ნოე რამიშვილი და ა.შ.

1920 წლით თარიღდება კინოკადრები, რომლებიც ბათუმში II ინტე­რნა­ცი­ონა­ლის დელეგაციის სტუმრობას ასახავს. საერთო-სახალხო ზეიმის ფონზე კადრში არიან ფრანგი და  ბულგარელი  სოციალისტები პიერ რენოდელი, სამილ ჰიუსგანსი, II ინტერნაციონალის აღმასრულებელი მდივანი ინგელსი, სწორედ ამ კადრებმა გა­აცო­ცხლა დიდი მამულიშვილის მემედ-ბეგ აბაშიძის სახე, რომელიც აჭარის დელეგაციას მიუძღვის და ხვდება საქართველოს ეროვნულ მთავრობას და უცხოელ სტუ­მრებს.

დოკუმენტურ კადრებშია ასახული 1929 წლის 8 თებერვალს ბათუმში საქართველოს მაჰმადიან ქალთა I ყრილობა, აჭარის  გასაბჭოების 15 წელი, 1923 წელს მდ.  აჭა­რის-წყალზე ჰესის მშენებლობა, 1932 წელს საბერძნეთში მცხოვრები სომხების ბათუმში ჩამოსვლა, პირველი მაისის დემონსტარცია, რევოლუციის 15 წლისადმი მი­ძ­ღვნი­ლი ჯარების აღლუმი.

კინოკადრები მოგვითხრობენ 40-იანი წლების ბათუმის ცხოვრებაზე, აცო­ცხ­ლე­ბენ ბათუმისა და მთლიანად აჭარაში მიმდინარე ისტორიული მოვლენებს, ღირსშესანიშნავ ადგილებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, ეკონომიკის, კულტუ­რის, მეცნიერების, მრეწველობის  განვითარებას.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის უნიკალურ  ფლორაზე  მოგვითხრობს კინოფილმი "ბა­თუმის ბოტანიკური ბაღი". გამოჩენილი ადამიანებზე გვიამბობს ფილმები: "აჭარა" და "აჭარა დღეს", რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება (1977;  1980).

კინოკადრებმა შემოგვინახა 1957 წელს თბილისში ჩატარებული აჭარის ლი­ტე­რა­ტურისა და ხელოვნების დეკადა, ქ.ბათუმში უკრაინის დელეგაციის სტუმრობა (1957). 

მხატრული ფილმები – რომელთა შორისაა ქართველ, რუს და საზღვარგა­რეთის გა­მოჩენილი რეჟისორთა კინოშედევრები: "წითელი ეშმაკუნები" (1923), "როცა აყვა­ვდა ნუში", "ბაკულას ღორები", "ღამის ეკიპაჟი", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "ერთ პატარა ქალაქში", "ნეილონის ნაძვის ხე", "რაც გინახავს ვეღარ ნახავ", "მა­ცი ხვიტია", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "მამლუქი" "მანანა", "ფატიმა", "დათა თუ­თაშხია", "მონანიება", "წყნარი დონი ", "ანა პავლოვა", "პეტრე I", "ქალი და მამაკცი ოცი წლის შემდეგ", "ქვიშის კარიერის გენერლები, "შემოდგომა ჩერტანოვოში", "ღამის ილუზია", "პოლიგონი" და ა.შ.

მულტიპლიკაციური ფილმები: "ალისფერი ყვავილი", "თოვლის ზღაპარი", "მფრი­ნავი ხალიჩა" "ბოცმანი და თუთიყუში", "თაგვი", "ზღაპარი ბრიყვ ქმარზე", "ლო­მი და კატა", "გოგნა და ჯადოაქრი", "ტყის ბრაკონიერები", "მაცდური" და ა.შ.

«««




ძიება ვებ-გვერდზე
კინო გალერეა
Image
ფოტო გალერეა
Image
ფონო გალერეა
Image
გამოკითხვა
ჩვენი ვებ-გვერდი...

შეფასება

შედეგები

ვალუტის კურსი


©2009-2017 აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველო
დამზადებულია სტუდია “ანთროპოს” მიერ
სტუმართა რაოდენობა:
Fatal error: Allowed memory size of 33554432 bytes exhausted (tried to allocate 2097152 bytes) in /home/archivesajara/public_html/counter.php on line 7